რუსული პრესა: სფფ მარადიშვილით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება

AutoSharing Option
რუსული RIA Novosti ავრცელებს ინფორმაციას, რომ სფფ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველის, კონსტანტინ მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშით უკვე რამდენიმე წელია ინტერესდება.

"ეს სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ფეხბურთელი ცსკა-ში თამაშობდა და ინტერესი ჯერ კიდევ რჩება", - მოჰყავს RIA Novosti-ს მასთან დაახლოვებული წყაროს ინფორმაცია, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მარადიშვილს მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს ნაკრებში თამაში სურს, თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ არ დაადასტურა.

altაპირებს თუ არა მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს?

ასევე დაგაინტერესებთ