შეთავაზება, რომელზეც "ნაპოლი" უარს ვერ იტყვის - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნიგერიელის შეძენა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებ., ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის ხელმძღვანელობას სწორედ ნიგერიელის შეძენა მოსთხოვა და ჰარი კეინის დამატებაზე უარი ასაკის გამო განაცხადა.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, "წითელი ეშმაკები" "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ფორვარდის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს სწორედ ის თანხაა, რასაც 72 წლის კინოპროდიუსერი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ ითხოვდა.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" 2020 წელს ფრანგული "ლილიდან" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

altდაამხობენ

კვარაცხელია და ოსიმენი რონალდოსა და დიბალას რეკორდს? - მარტინის ამის სჯერა

altდე ლაურენტისი გამონაკლისზე მიდის - როგორ აპირებს ის ოსიმენის შენარჩუნებას

altდე ლაურენტისის პრიორიტეტი "კვარას" და ოსიმენის შენარჩუნება არაა - რას გეგმავს კინოპროდიუსერი

ასევე დაგაინტერესებთ