"ამბობენ, რომ სპალეტის გუნდი დაიშლება, კვარაცხელია? - ბუფონმა "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "პარმას" კარის დარაჯის თქმით, ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ "პარტენოპეის" გულშემატკივრობს.

"სპალეტიმ საკუთარი პროფესიონალიზმი "რომაში" უკვე გამოავლინა. მის გუნდებზე ყოველთვის ამბობენ, რომ სეზონს წარმატებულად იწყებენ, თუმცა დასასრულს ყველაფერი თავდაყირა დგება, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. მისმა გაწვრთნილმა "ნაპოლიმ" სახელი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში გაითქვა, რადგან ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან.

მათ ჰყავთ ოსიმენი, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ასევე კვარაცხელია, რომელიც მატჩებში განსხვავებას ქმნის. "პარტენოპეი" მატჩებს აუღელვებლად იგებს.

ვფიქრობ, "ნაპოლის" გაუმართლა, რომ ჩემპიონთა
ლიგის მეოთხედფინალში "მილანს" ხვდებიან, გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. როდესაც "როსონერის" წინააღმდეგ ფინალში ვითამაშე, მშვიდად ვიყავი, რადგან მათ ყველა მოთამაშეს ვიცნობდი. მჯერა, რომ "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები" - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანს" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩი 12 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს შედგება.

alt"10 მილიონ ევროზე უარი ვთქვი" - ბუფონმა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა

alt"ბუფონი მძღნ***ია" - "ინტერის" ფანებმა ვეტერან მეკარეს შეურაცხყოფა მიაყენეს

altნახეთ 44 წლის ბუფონის ფანტასტიკური სეივი 91-ე წუთზე? "ინტერმა" "პარმას" ძლივს მოუგო [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ