"ლივერპული" "ნაპოლის" ნახევარმცველით, სტანისლავ ლობოტკათი დაინტერესდა და მზადაა, სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ "პარტენოპეის" 60 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამის შესახებ ბრიტანული Blood Red-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, "დორტმუნდი" ჯუდ ბელინგემის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს, რის გამოც "სქაუზერებს" მისი შეძენა გაუჭირდება. ამიტომ მათთვის საუკეთესო ვარიანტი ლობოტკას შეძენა იქნება.
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლი" მშვიდადაა, რადგან ფეხბურთელს კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა სწორი წინადადების შემთხვევაში, ლობოტკას გაყიდვას განიხილავენ.
შეგახსენებთ, სლოვაკი ნახევარმცველი "პარტენოპეის" 2020 წელს "სელტადან" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
-31MAR/01/3-lobotka.jpg" border="0" alt="alt" title="შეთავაზება მზადაა - "ლივერპული" ლობოტკას სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის" style="height: 50px; width: 50px;" />ლობოტკა კვარაცხელიას აქებს და "ლივერპული" ეპატიჟება - ის და ვაისი სლოვაკეთში აღიარეს
12:30 22-03-2023
შეთავაზება მზადაა - "ლივერპული" ლობოტკას სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Gayidis mag pasad tu realuria da chamoishleba spasletis gundi!!!lobotka sheucvlelia centrshi,tu gakida zaaan cudi :(
8
1
ლობოტკას გარეშე ნაპოლი ძალიან გაუჭირდება
8
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული