შეთავაზება მზადაა - "ლივერპული" ლობოტკას სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის

AutoSharing Option
"ლივერპული" "ნაპოლის" ნახევარმცველით, სტანისლავ ლობოტკათი დაინტერესდა და მზადაა, სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ "პარტენოპეის" 60 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამის შესახებ ბრიტანული Blood Red-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "დორტმუნდი" ჯუდ ბელინგემის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს, რის გამოც "სქაუზერებს" მისი შეძენა გაუჭირდება. ამიტომ მათთვის საუკეთესო ვარიანტი ლობოტკას შეძენა იქნება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლი" მშვიდადაა, რადგან ფეხბურთელს კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა სწორი წინადადების შემთხვევაში, ლობოტკას გაყიდვას განიხილავენ.

შეგახსენებთ, სლოვაკი ნახევარმცველი "პარტენოპეის" 2020 წელს "სელტადან" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

-31MAR/01/3-lobotka.jpg" border="0" alt="alt" title="შეთავაზება მზადაა - "ლივერპული" ლობოტკას სანაცვლოდ დიდ თანხას იხდის" style="height: 50px; width: 50px;" />ლობოტკა კვარაცხელიას აქებს და "ლივერპული" ეპატიჟება - ის და ვაისი სლოვაკეთში აღიარეს

alt"ნაპოლიმ" ლობოტკას კონტრაქტი გაუგრძელა

alt"ნაპოლის" ხერხემალი - ლობოტკას საოცარი პროგრესი, შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ სეზონს ნაპოლი ბოლომდე გამოიყენებს და მაქსიმალურ შედეგს მიაღწევს, რადგან მომავალი წლიდან ძალიან გაუჭირდება. გაყიდიან ხვიჩას, ოსიმენს, ლობოდკას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს და წლევანდელი შემადგენლობიდან გუნდში აღარავინ დარჩება. მე რომ რეალის ან სიტის პატრონი ვიყო, ხვიჩას და ოსიმენს ერთად ვიყიდდი, რადგან საოცრად შეთამაშებული და ეფექტური დუეტია.
ქართველი
22:57 22-03-2023
4
ლობოტკას გარეშე ნაპოლი ძალიან გაუჭირდება
თენგო
17:06 22-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული