1000 სტუმარი კრუიზზე - "ნაპოლი" ჩემპიონობას გრანდიოზულად აღნიშნავს

AutoSharing Option
33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს მესამედ მოგებასთან ახლოსაა, ლუჩანო სპალეტის გუნდი სატურნირო ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 19 ქულით უსწრებს.

La Repubblica-ს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩემპიონობის აღსანიშნავად საკრუიზო გემზე 1000 სტუმარის მოწვევას აპირებს.

"ნაპოლის" ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი დარჩა. ქალაქის მუნიციპალიტეტი და კლუბი სკუდეტოს აღსანიშნავ სამზადისს უკვე შეუდგნენ. "პარტენოპეიმ" მსგავსი წვეულება ადრეც მოაწყო, როდესაც დიეგო მარადონამ გუნდს ნანატრი ტიტული მოაპოვებინა, თუმცა ამჯერად ყველაფერი უფრო გრანდიოზული იქნება." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია
A-ს მორიგ მატჩს 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.

altნეაპოლში სკუდეტოს მოპოვების დღეს საგიჟეთი იქნება - ქალაქის მერი გულშემატკივრებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

altლობოტკა კვარაცხელიას აქებს და "ლივერპული" ეპატიჟება - ის და ვაისი სლოვაკეთში აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლა გავიგე კრუიზიოო?! რა კრუიზი, რის კრუიზი. ბოდიში კვარაცხელიებს თუ დავასწარი და მათ მაგივრად ვლაპარაკობ, მაგრამ ნაპოლი დაპატიჟებულია კოლხეთში "ოქროს ფეხიანი კვარას" ქორწილში!!! გაიგეთ??? ასეა ეს!
ვაჟა მასწავლებელი
23 მარტი 2023 17:46
7
გია პაპა შორიდან მეც ეგრე მეგონა, მაგრამა ახლოს რომ მივედი ვნახე, რომა ნაპოლი იუვენტუსს მაინც ძაან უსწრებდა.
ვაჟა მასწავლებელი
23 მარტი 2023 17:42
1
სავარაუდოდ იუვენტუსს 15ქულას დაუბრუნებენ და სხვაობა ქულებში არა 19, არამედ 15 ქულა გახდება ნაპოლისა და მდევარ იუვენტუსს შორის.
გია პაპა
23 მარტი 2023 14:08
10
ვარაუდები, და ბაბუა ბებია ყოფილიყო არ მოსულა!ნაპოლი ჩემპიონია!
ბაში აჩუკი.
23 მარტი 2023 17:55
1
ნეტა ჩვენ არ დაგვპატიჟებენ?
ILIA
23 მარტი 2023 13:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული