"როდესაც მთელი გუნდი ზეიმობდა, სერხიო რამოსი გასახდელში ჩემთან მოვიდა... ეს არასდროს დამავიწყდება" - სნეიდერმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხი გაიხსენა

AutoSharing Option
ვესლი სნეიდერმა სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაუდგა გვერდში ესპანელი ნიდერლანდელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ.

­- რა ემოციები ჰქონდათ ესპანელ ფეხბურთელებს?
- ზოგიერთი მათგანი მშვიდად იყო, მათ შესანიშნავი ნაკრები ჰყავდათ. ძალიან რთულია მსგავსი თამაშის წაგება, მით უმეტეს მაშინ, როცა პენალტების სერიას მხოლოდ სამი წუთი გაშორებს.

როდესაც მთელი გუნდი ზეიმობდა, სერხიო რამოსი გასახდელში ჩემთან მოვიდა, სადაც, დაახლოებით, 45 წუთი გაჩერდა. გვერდით დამიჯდა და ჩემთან ერთად ლუდი დალია. ეს არასდროს დამავიწყდება. ყველაფერზე ვისაუბრეთ. მან იცოდა, როგორ განწყობაზეც ვიყავი იმ მომენტში.
როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მეკითხებიან, პირველი ყოველთვის ეს მახსენდება.

- არის თუ არა ესპანეთის ეგ ნაკრები ამ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო?
- ჩვენ არ გვყოლია ასეთი კარგი გუნდი. მათ ჰყავდათ ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ვილა... შემიძლია ვთქვა, რომ მე საუკეთესო ნაკრებთან წავაგე, რაც კი ოდესმე მინახავს" - განაცხადა ნიდერლანდების ყოფილმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერი და რამოსი 2007-09 წლებში მადრიდის "რეალში" თანაგუნდელები იყვნენ.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ

altსნეიდერი: "რეალში" ჩემი საუკეთესო მეგობარი არაყი იყო

altსნეიდერი: შემეძლო მესისა და რონალდოს დონეზე მეთამაშა, მაგრამ არ მინდოდა

alt36 წლის სერხიო რამოსი შეიძლება ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს