სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ

AutoSharing Option
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ დანი ალვეშს შესაძლოა, ციხეში ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმდეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან ახალი სქემა მოიგონა, რომლის საშუალებითაც სიგარეტის ბლოკებს, ალკოჰოლსა და სხვა დამამშვიდებელ ნივთებს იღებს.

ციხის მცველებმა შეამჩნიეს, რომ ის "ბარსელონას" მაისურებზე ავტოგრაფებს აკეთებს, და აძლევს პატიმარს, რომელსაც აქვს ციხის სხვადასხვა მოდულის გარშემო გადაადგილების უფლება.

შემდეგ მაისურები სხვა პატიმრებს ხელში ხვდება, რომლებიც მათ ოჯახებს უგზავნიან. ისინი კი ალვეშს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიგარეტს, ალკოჰოლსა და სხვა ნივთებს უგზავნიან.

თუ ეს ამბავი დადასტურდა, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს ახალ ბრალდებას წაუყენებენ.

alt

ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
მსოფლიოში იცნობენ ადამიანს , იმდენი აქვს გაკეატებული . თქვენ , აქ რო ჭორაობთ და არჩევთ მაგის საქციელს და საქმეს , საკუთარ კორპუსში , ეზოში , უბანში , ქალაქში გიცნობენ? ტაისონიც ჩასვეს ეგეთი ბრალდებით , მაგრამ წლების შემდეგ ,,გაუპატიურებულმა " აღიარა , რომ ეს არ მომხდარა . რა იცით რა მოხდა სინამდვილეში , ან ახლა რა ხდება ?
silovanchik dzgeria
26 მარტი 2023 22:09
1
როგორც მცველი და ფეხბურთელი რამდენადაც კარგი იყო ასჯერ უარესი ადამიანია...არასდროს მომწონდა სუფთა ჯუნგლებიდან გამოქცეული აკუნა მატატაააა
რონი
26 მარტი 2023 17:02
33
მიჰასავით შიმშილობს?
gurami
26 მარტი 2023 15:23
14
ამიტომ მთავარი პიროვნებაა და შემდეგ ადამიანი!
მისი ცოლი უფრო ფულის გამო დარჩა მასთან, ვიდრე ერთგულების გამო. ასეა, რასაც დასთეს იმას მოიმკი. და კიდევ, პოპულარობის ზენიტში რომ ხარ, დანარცხება ძალზე მტკივნეულია!
ლაშა
26 მარტი 2023 14:38
15
ტიპი რა დონის ძუნწი იაფადიანი კაცუნაა, ჯერ რა ბრალსებით მოხვდა ციხეში და მერეც ტიპი მილიონერია და სქემა მოიგონა, რამდენიმე ევროიანი მუქთა სიგარეტისთვის.ნუ გააღმერთებთ ტლუ ათლეტებს
999
26 მარტი 2023 14:10
20
ალვეშზე, როგორც პიროვნებაზე, მაღალი აზრის არ ვარ, მაგრამ ადამიანი უსაქმოდ ვერ გაჩერდება. ვერც ციხეში.
ეს, ერთგვარი აზარტია, რაღაც ქსელს რომ ქმნი და შენი შრომის ნაყოფს იმკი. სულ რომ ჩაქცეული მილიარდერი იყო, მაინც ვერ გადაიდებ ფეხი-ფეხზე და ვერ გაჩერდები უქმად.
ნუ,ალვეშს მთლად კანონიერი საქმიანობა არ წამოუწყია, როგორც ჩანს და ეგ კია პრობლემა. :)
გოგია
26 მარტი 2023 16:42
0
Brali sanam ar daumtkicdeba jer adrea landzga tipis,romelis martla cekvvavda diskotekaze da ara ...da vigacas tualetshi
L.J .
26 მარტი 2023 16:20
0

სიახლეები პოპულარული