სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ

AutoSharing Option
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ დანი ალვეშს შესაძლოა, ციხეში ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმდეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან ახალი სქემა მოიგონა, რომლის საშუალებითაც სიგარეტის ბლოკებს, ალკოჰოლსა და სხვა დამამშვიდებელ ნივთებს იღებს.

ციხის მცველებმა შეამჩნიეს, რომ ის "ბარსელონას" მაისურებზე ავტოგრაფებს აკეთებს, და აძლევს პატიმარს, რომელსაც აქვს ციხის სხვადასხვა მოდულის გარშემო გადაადგილების უფლება.

შემდეგ მაისურები სხვა პატიმრებს ხელში ხვდება, რომლებიც მათ ოჯახებს უგზავნიან. ისინი კი ალვეშს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიგარეტს, ალკოჰოლსა და სხვა ნივთებს უგზავნიან.

თუ ეს ამბავი დადასტურდა, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს ახალ ბრალდებას წაუყენებენ.

alt

ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
ტეგები: