პირველი კონტაქტი შედგა - "ჩელსი" სპალეტისა და ოსიმენის გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, "ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის თავკაც გრემ პოტერს კარისკენ მიუთითებს, Areanapoli-ს ცნობით კი, ლონდონური კლუბი ინგლისელის შემცვლელად "ნაპოლის" დამრიგებელ ლუჩანო სპალეტის განიხილავს, მასთან ერთად კი ვიქტორ ოსიმენის გადაბირებასაც გეგმავს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. სავარაუდოა, რომ "არისტოკრატებისთვის" ნიგერიელის შეძენა უფრო მარტივი იქნება, რადგან ცნობილია, რომ ოსიმენი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს.

ამავე გამოცემის ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლუჩანო სპალეტისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წამოიწყო, 72 წლის კინორეჟისორს ტოსკანელ სპეციალისტთან განშორება არ სურს.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია
A-ს გათამაშებას 71 ქულით ლიდერობს. "ნაპოლი" ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.

altკასანო: სპალეტი "ნაპოლიში" მეტს ვერ მიაღწევს

altკაპელო: კვარაცხელია და ოსიმენი სხვაობას ქმნიან და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია

altდაამხობენ კვარაცხელია და ოსიმენი რონალდოსა და დიბალას რეკორდს? - მარტინის ამის სჯერა

ასევე დაგაინტერესებთ