სოლბაკენმა განმარტა, რატომ არ იძახებს ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელს

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვაზე, თუ რატომ არ იძახებს 26 წლის ნახევარმცველ მატიას ნორმანს:

"სანამ იქ (რუსეთში - რედ.) თამაშობს, ნაკრებში დაბრუნების შანსი არ აქვს. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის".

2021 წელს ნორმანი "როსტოვიდან" "ნორვიჩში" გადავიდა, მაგრამ ამ გუნდის პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ მოსკოვის "დინამოში" გადაბარგდა. მას ეროვნულ გუნდში 12 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ