"ამ მაისურთან ერთად დავიძინებ" - მესიმ კურაკაოს მეკარე გააბედნიერა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში Estadio Unico Madre de Ciudades-ზე კურაკაო 7:0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ კურაკაოს მეკარე ელოი რუუმმა ლიონელ მესის მაისური გაუცვალა, რითიც ის ძალიან ბედნიერი ჩანდა და შემდეგ თქვა:

"ლეომ მითხრა, რომ რამდენიმე კარგი ბურთი მოვიგერიე. მის მაისურს აღარ გავიხდი და მასთან ერთად დავიძინებ", - თქვა რუუმმა.