უნგრელი ბუნდესლიგაში 2020 წელს გადაბარგდა, ახლა კი ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა სურს. თავის მხრივ, სპალეტი სობოსლაის პიოტრ ზელინსკის შემცვლელად განიხილავს, მოგეხსენებათ, პოლონელი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლის.
ცნობილია, რომ 22 წლის ნახევარმცველის დამატებისთვის ლონდონის "ჩელსი" და "დორტმუნდიც" იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, სობოსლაიმ მიმდინარე სეზონში "ლაიფციგის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.