"იქამდე დაველოდებით, სანამ საჭირო იქნება" - მესის მშობლიურ გუნდში უხმობენ

AutoSharing Option
"ნიუელს ოლდ ბოისის" ვიცე-პრეზიდენტმა პაბლო ალეგრიმ იმედი გამოთქვა, რომ ლიონელ მესი მალე მშობლიურ გუნდში დაბრუნდება.

ჩვენ 100%-ით მზად ვართ, რომ მესი დავაბრუნოთ. ეს ყველას ოცნებაა. გულშემატკივრებს მთელ არგენტინაში და ამერიკაშიც კი სურთ მისი აქ მოსვლა.

"ნიუელსი" გახდება ყველაზე პოპულარული გუნდი კონტინენტზე. დრო გვიჩვენებს, ეს მოხდება თუ არა. ჩვენ მას იქამდე დაველოდებით, სანამ საჭირო იქნება", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ ლეოს ამ სეზონის შემდეგ პსჟ-ისთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მესი "ბარსელონაში" გადასვლამდე სწორედ "ნიუელს ოლდ ბოისის" აკადემიაში ირიცხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით ეს დაბრუნებები ყოფილ გუნდში არაფრით კარგით არ სრულდება არასდროს. მე ურჩევდი არაბეთში წავიდეს და ფული მოხუნოს კაი. ისედაც ყველაფერი მოიგო უკვე რაც მოსაგები იყო. რაის ჭ კლასის ბარსელონა კაი რა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02 აპრილი 2023 19:11
5
არაბეთში შენ წადი! ლეონუ გამომიხვედით ჭკუის კოლოფები.
გუბერნიას გაუმარჯოს-ს
02 აპრილი 2023 21:19
1
შეეშვით ლეო მესის! თვითონ ლეო გადაწყვეტს, სად იყოს და სად არა!
გია
02 აპრილი 2023 14:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული