"იქამდე დაველოდებით, სანამ საჭირო იქნება" - მესის მშობლიურ გუნდში უხმობენ

AutoSharing Option
"ნიუელს ოლდ ბოისის" ვიცე-პრეზიდენტმა პაბლო ალეგრიმ იმედი გამოთქვა, რომ ლიონელ მესი მალე მშობლიურ გუნდში დაბრუნდება.

ჩვენ 100%-ით მზად ვართ, რომ მესი დავაბრუნოთ. ეს ყველას ოცნებაა. გულშემატკივრებს მთელ არგენტინაში და ამერიკაშიც კი სურთ მისი აქ მოსვლა.

"ნიუელსი" გახდება ყველაზე პოპულარული გუნდი კონტინენტზე. დრო გვიჩვენებს, ეს მოხდება თუ არა. ჩვენ მას იქამდე დაველოდებით, სანამ საჭირო იქნება", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ ლეოს ამ სეზონის შემდეგ პსჟ-ისთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მესი "ბარსელონაში" გადასვლამდე სწორედ "ნიუელს ოლდ ბოისის" აკადემიაში ირიცხებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ