კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრიდან" წასვლა სურს

AutoSharing Option
El Nacional-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდო "ალ ნასრის" დატოვებას გეგმავს. ის ვერ მოერგო ახალ ქვეყანას, ენასა და კულტურას.

პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნება სურს. "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, 38 წლის შემტევს კლუბში დაბრუნება შესთავაზოს, მაგრამ არა ფეხბურთელად.

კრიშტიანო შეიძლება გახდეს "ბლანკოსის" ელჩი ან დაიკავოს თანამდებობა გუნდის სპორტულ მენეჯმენტში.


ასევე დაგაინტერესებთ