კლუბები შეთანხმდნენ - კიმი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ცენტრალური მცველი კიმ მინ-ჯე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება, ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს სამხრეთ კორეელის შენარჩუნება სურდა, თუმცა "წითელი ეშმაკები" 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მზად არიან გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" კიმ მინ-ჯე გასული წლის ზაფხულს "ფერებაჰჩედან" 18 მილიონ ევროდ შეიძინა. ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt

არიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს" />"ნაპოლი" კიმ მინ-ჯეს კარგავს - დე ლაურენტისს არჩევანი არ აქვს
 
ასევე დაგაინტერესებთ