"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, ყველა პრობლემა მოგვარდება" - ფედელეს რჩევა "ნაპოლის"

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" ლუის ენრიკე ან ანტონიო კონტე გაწვრთნის, ამით ყველა პრობლემა მოგვარდება.

"როგორც ჩანს, სპალეტიმ წასვლა გადაწყვიტა. "ნაპოლიში" ლუის ენრიკეს ან ანტონიო კონტეს სიამოვნებით ვიხილავდი. ვფიქრობ, ისინი ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებდნენ. მართალია, ლუჩანომ დიდებული სამუშაო გასწია, თუმცა, ვფიქრობ, მწვრთნელი 2 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი კრიზისში აღმოჩნდება", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, იტალიური გამოცემების ცნობით, ლუის ენრიკემ "პარტენოპეის" ჩაბარება იუარა
და საკუთარი ძალების მოსინჯვა პრემიერლიგაში სურს.

altფედელე: ვიცი, რატომ მიდიან სპალეტი და ჯუნტოლი "ნაპოლიდან"

alt"თუ "ნაპოლიდან" არ წახვალ, პიოლის ბედს გაიზიარებ" - ფედელემ სპალეტის მიმართა

alt"მართლა ფიქრობთ, რომ ლობოტკა იდეალურია?" - ფედელემ სლოვაკი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიხედე პარმას და მჯერა რომ თუ სხვა კლუბში გექნება კარიერის გაგრძელების აუცილებელი წინაპირობა შემოთავეზება გექნება მაქსიმუმ უგანდაში , ჯერ პარმა რა გუნდსაც წვრთნი მანდ ნახე შედეგი რამეს მიაღწიე რომ მორალური უფლება ჰქონდეს კრიტიკის ზოგადად , შენი აზრი ფედელე როცა იქნება ანგარიშგასაწევი და საკუთარი სამზარეულოთი როცა საამაყო გექნება რამე მერე ისაუბრე ჩემპიონ კლუბებზე და მათ ტოპ მოთამაშეებზე
სოსო
11 ივლისი 2023 15:43
0
ფსიქიატრიაში ეგეთ ტიპებს მესაზღვრეებს ეძახიან ანუ მესაზღვრე მდგომარეობაში მყოფებს- არც მთლად გიჟი რომ არის მაგრამ არც მთლად ნორმალური. რას ერჩით ართობს ხალხს...
არტ
07 ივნისი 2023 19:07
2
ამ ფედელემ სადაც იმუშავა ყველგან იჩხუბა და გამოაგდეს.
მერე სპორტულ ჟურნალისტობას მოკიდა ხელი და პროფესორობს :)))
Lasha
27 მაისი 2023 14:59
3
ცოტა შერეკილი მგონია მე ეს ფედელე. ყველა მწვრთნელს თავისი ხელწერა აქვს და ტაქტიკა, რომელსაც მოარგებს ფეხბურთელებს და წარმატებას მიაღწევს. სპალეტიმ ეს გააკეთა და ფედელეს აზრით თურმე ახალი მწვრთნელი ახალი ტაქტიკით უკეთეს შედეგს დადებს, ვიდრე სპალეტიმ რომ ნაცნობი და ამ ტაქტიკაზე მორგებული ფეხბურთელებით გააგრძელოს მუშაობა.
ჟორა გაბრიჭიძე
26 მაისი 2023 16:08
2
ბატონო ჟორა,განათლებული კაცი მგონიხართ და ის მიკვირს,ჯერ კიდევ რომ გგონიათ,მისი შერეკილობა!მასზე აქ გამოქვეყნებული ყოველი პუბლიკაცია, გვიმტკიცებს თქვენი მოსაზრების მართებულობას.
სოსო
07 ივნისი 2023 18:45
1
ამის სიტყვებით გამოდის რომ , სიტი - დიდი ხანია კრიზისშია , მანჩესტერი - ფერგიუსონის დროს მთელი *ცხოვრება* კრიზისში იყო ))) . არადა ფაქტია - ამისნაირი *სპორტული დირექტორები* ქმნიან კრიზის ))
კახაბერი
26 მაისი 2023 18:12
3
ფედელე ბაბუა :-):-) :-)
ისევ გამოჩნდა.
აი კაცი,ამან ყოველთვის ყველაფერი სხვაზე უკეთესად იცის.
მოცლილი
26 მაისი 2023 15:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული