Marca: ბელინგემი "რეალს" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალს" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და გერმანელები 19 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებენ.

The Athletic-ის ინფორმაციით, ბელინგემს თავდაპირველად "ლივერპულში" გადასვლა სურდა, თუმცა "სქაუზერებმა" მასში ამხელა თანხის გადახდა არ მოისურვეს.

შეგახსენებთ, ჯუდმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

altშეთანხმება მიღწეულია - ბელინგემი ზაფხულში "რეალის" ფეხბურთელი გახდება

alt

მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება" style="height: 50px; width: 50px;" />"დორტმუნდი" ბელინგემის სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს ითხოვს
ასევე დაგაინტერესებთ