ახალგაზრდულ ევროპირველობაზე B ჯგუფში მასპინძელმა რუმინეთმა ორი მატჩი წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, ხოლო უკრაინამ ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთი ტურით ადრე მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია თვლის, რომ უკრაინელებმა ხორვატიასთან მოგებულ შეხვედრაში (2:0) ფიფას წესები დაარღვიეს, რამეთუ იქამდე 48 საათით ნაკლებით ადრე მათმა ფეხბურთელებმა - მეკარე ანატოლი ტრუბინმა და ნახევარმცველმა გიორგი სუდაკოვმა, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევრო 24-ის შესარჩევ ტურნირზე მალტასთან (1:0) ითამაშეს.
Playsport-ის ცნობით, რუმინელებმა ამის გამო ფიფას მიმართეს, რადგან მათი მტკიცებით, ეს რეგლამენტის დარღვევაა.
უკრაინის
ნაკრების მწვრთნელმა რუსლან როტანმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე უეფასთან შეთანხმებული იყვნენ და წესები არ დაურღვევიათ.
შეგახსენებთ, ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებისას (2:0), როდესაც მეორე ტაიმში შეცვლაზე ის ფეხბურთელები შევიდნენ (გიორგი გოჩოლეიშვილი და ზურიკო დავითაშვილი), რომლებმაც პირველი ნაკრების რიგებში გლაზგოში შოტლანდიასთან შეხვედრაში (0:2) მიიღეს მონაწილეობა.
თუ დაზიანდა იმ თამაშში შეიძლება დაზღვევამ არ გადაიხადოს მკურნალობა და ფედერაციას შეტენონ ეს თანხები.
ამ მხრივ არის დარღვევა(თუ კი არის)
და სპორტულ შედეგზე მაგას რა გავლენა აქვს?პირიქით დაღლილი ფეხბურთელი გამოიყენა გუნდმა-მაგათ გინიათ მაგისთვის წაგებას ჩაუთვლიან 0-3?
რა სისულელეა.
ეს სუფთა "მოსვენების დროის" დარღვევაა სპორტსმენისთვის და არ ეხება შედეგს,შედეგზე მანიპულირება მოხდა?
რო დაესვენათ იმ მოთამაშეებს უფრო უკეთესად არ ითამაშებდნენ?
მასე მეც მაქვს სამსახურში კონტრაქტში მიწერია 11 საათი უნდა იყოს მინიმუმ შუალედი მუშაობის დამთავრებასა და დაწყებას შორის და კი ვარღვევ ზოგჯერ როცა საჭიროა,უბრალოდ იმ დროში რამე რო დამემართოს დაზღვევა არ დააფინანსებს მკურნალობას