U21. "უკრაინას წაგება უნდა ჩაეთვალოს" - რუმინელი ექსპერტი

AutoSharing Option
იმის გამო, რომ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე უკრაინის ნაკრებში ბელგიასთან მატჩში მეკარე ანატოლი ტრუბინმა და ნახევარმცველმა გიორგი სუდაკოვმა ითამაშეს, რომლებმაც  იქამდე 48 საათით ადრე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევრო 24-ის შესარჩევ ტურნირზე მალტასთან (1:0) შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რუმინელებმა უკრაინელებს ფიფაში უჩივლეს.

ბუქარესტის "დინამოს" ყოფილი მეკარე ჰელმუტ დუკადამი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა რეგლამენტი დაარღვიეს და უნდა დაისაჯონ.

"თუ წესების მიხედვით მოქმედებაა საჭირო, უკრაინას ტექნიკური წაგება უნდა ჩაეთვალოს", - განუცხადა დუკადამმა PlaySport-ს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამათ ჩაუშესკუ კი მიახვრიტეს, მაგრამ მენტალურად ისევ იქ არიან...
გრაფი დრაკულა
00:35 27-06-2023
3
სხვის მაგივრად რატო უნდა აქანავებდე რაკს ვერ მესმის. ხორვატებ ხმას არ იღებენ.
G.LA
00:34 27-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული