ანდრე ონანა კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ინტერის" მეკარე ანდრე ონანა კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, "ნერაძური" კამერუნელი კარის დარაჯის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკების" რიგები დავიდ დე ხეამ დატოვა, ერიკ ტენ ჰაგი კი 27 წლის მეკარეს სწორედ ესპანელის შემცვლელად მიიჩნევს.

ონანამ გასულ სეზონში "ინტერის" მაისურით 41 მატჩი გამართა.