მარადიშვილის მოქალაქეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია - ის "ურალში" გადადის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივი" 23 წლის ნახევარმცველ კონსტანტინე მარადიშვილს იჯარით "ურალში" გაუშვებს, - ამის თაობაზე "ჩემპიონატი" იტყობინება.

გამოცემის ცნობით, მარადიშვილს "როსტოვის" ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა და ეკატერინბურგულ გუნდში გადასვლა არჩია.

ადრე რუსულ პრესაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე საქართველოს მოქალაქეობას დაჩქარებული წესით მიიღებდა, რაც ჯერჯერობით არ დადასტურდა. ამა წლის მარტში ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა (იხ. ფოტო), რომელიც მისი აგენტიცაა, РИА Новости-ს განუცხადა, რომ თავისი შვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ გეგმავს.

გასულ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა
და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, თასზე კი 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რაში გვჭირდება, ევროპაზე და მსოფლიოზე ჩვენ ვერ გავდივართ და ვიღაც ქართულგვარიანი რუსი სადაც იქნება, რატომ უნდა ვინერვიულოთ
zviadi
30 ივლისი 2023 21:14
14
არ უნდა და ნუ უნდა ლოკომოტივი რომ იჯარით ურალში გაგიშვებს რა ხეირი უნდა ვნახოთ მაგისგან.
ეეე
30 ივლისი 2023 22:45
1
დაანებეთ რა თავი ამ ბიჭს.რაღაცა თავისი პრობლემები აქვს როგორც ჩანს.უბრალოდ არც გვჭირდება.უკეთესებიც გვყავს ამ პოზიციაზე.წარმატებები ვუსურვოთ...
ნოდიკო
30 ივლისი 2023 22:33
1
ვის რაში ჭირდება ეგეთი უსამშობლო არსებები?
ჩელენჯერი
31 ივლისი 2023 02:46
4
რა უთავმოყვარეო ერი გავხდით ხალხო, რა გვჭირს... ეს რო იხვეწებოდეს მათამაშეთო და მოდრიჩის დონის იყოს მაშინაც კარგათ უნდა დაფიქრდეს ფედერაცია... რა გვჭირს ამის სახვეწარი....
რა მაფიაა?
31 ივლისი 2023 08:50
2
ეგ ყოფილა მამა..მზე .ან კიდე მზე მამის შვილი რა მზეთ გვინდა ეგეთები თუ ჯიგარი არ ექნა ჩვენებური
Გიო
31 ივლისი 2023 00:03
4
კარგი მამა ყოლია! სადღეგრძელოებიც ცოდნია თურმე ქართულად! წავიდეს რა თავის გზაზე. რამდენია მასეთი, სხვისი ჯიშის გამკეთილშობელები? სამწუხაროდ ბევრი. ხოდა ერთით მეტი ან ნაკლები ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ბს
30 ივლისი 2023 23:49
4
ეგ ყოფილა მამა..მზე .ან კიდე მზე მამის შვილი რა მზეთ გვინდა ეგეთები თუ ჯიგარი არ ექნა ჩვენებური
Გიო
31 ივლისი 2023 00:03
4
არადა მამაც და შვილიც ჯიშიან ქართველს ჰგავს, იმედია პუტინისტები არ არიან, წარმატებები თუ არ რუსობთ
@
30 ივლისი 2023 23:59
4
ყველას აძლევენ და ამსნ რა დააშავაა
არა რუსეთს
31 ივლისი 2023 10:56
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული