რუსებმა ზახარიანის ბედი ამჯერად "აიაქსს" დაუკავშირეს - ამსტერდამელთა ბორდი ამ ტრანსფერს არ დაბლოკავს?

AutoSharing Option
"ჩელსის", "ლაციოს", "ფეიენოორდსა" და სხვა არაერთ ცნობილ გუნდში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ რუსული პრესა მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველის, არსენ ზახარიანის მომავალს კიდევ ერთ ცნობილ კლუბს უკავშირებს.

Sport24 წერს, რომ წარმოშობით სომეხი და ამჟამად რუსეთის მოქალაქე 20 წლის ფეხბურთელის დამატებით "აიაქსია" დაინტერესებული და 10 მილიონი ევროს გადახდაზეცაა ყაბულს.

ამ ინფორმაციაზე ერთი გარემოებაა ძალიან საინტერესო: თავად რუსული პრესა რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდა, რომ ამსტერდამელებს "კრასნოდარის" 23 წლის ნახევარმცველის, ედუარდ სპერტსიანის დამატება უნდოდათ, მაგრამ ნიდერლანდური კლუბის ბორდმა ეს ტრანსფერი იმიტომ დაბლოკა, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან
გამომდინარე, რუსულ კლუბთან გარიგების დადება ამორალური საქციელი იქნებოდა.

ისმის კითხვა, თუ "აიაქსმა" "კრასნოდართან" მოლაპარაკება და გარიგება არ ისურვა, ამას მოსკოვის "დინამოსთან" რატომ გააკეთებს? - ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იყიდოს ეს ციგანი იქნებ ვინმემ . რასიაში ყოფნა არ უნდა ევროპაში კი უნდა წასვლა სომეხაც ხიტრაჯოპის.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13:51 10-08-2023
8
მიიღოს სომხეთის მოქალაქეობა, იქნებ ეშველოს.
zhru
20:15 10-08-2023
2

სიახლეები პოპულარული