ნეიმარი: მე და მესი პარიზში ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით

AutoSharing Option
"ალ ჰილალის" შემტევმა ნეიმარმა ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა თავის და ლეოს "პარი სენ ჟერმენში" გატარებულ პერიოდს ჯოჯოხეთი უწოდა.

"გასულ სეზონში ლეომ არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რითაც სამოთხეს გემო გაუსინჯა. მეორე მხრივ, პსჟ-ში ერთად შევიგრძენით, თუ რას ნიშნავს ჯოჯოხეთი.

ჩვენ გავერთიანდით, რათა ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოგვეგო, თუმცა არ გამოგვივიდა. "პარი სენ ჟერმენის" ფანები მესის ხშირად უსამართლოდ აკრიტიკებდნენ", - განაცხადა ნეიმარმა.

alt"მადლობა ბაცილა ნეიმარის შეძენისათვის" - ბრაიტნერმა "ალ ჰილალს" მიმართა

altოფიციალურად - ნეიმარი "ალ ჰილალის" ფეხბურთელია

altნეიმარი

უნდა შეცვალოს - პსჟ-მა "იუვენტუსის" ფეხბურთელს დაადგა თვალი