ვალვერდემ პრემიერლიგის გუნდებს უარი უთხრა

AutoSharing Option
ფედერიკო ვალვერდემ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე პრემიერლიგაში გადასვლაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, ურუგვაელის დამატებით ორი ბრიტანული გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა 25 წლის ნახევარმცველმა "რეალში" დარჩენა მოისურვა.

შეგახსენებთ, "ბლანკოსმა" ვალვერდე 2016 წელს "პენიაროლიდან" შეიძინა.