უეფამ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები კვლავ მოკვეთა და ევროპის 2028 და 2032 წლების ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები დაასახელა

AutoSharing Option
10 ოქტომბერს უეფას აღმასრულებული კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებული რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები კვლავ მოკვეთეს.

მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილნი არიან.

სექტემბერში უეფამ გვამცნო, რომ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებს ეს შეზღუდვა მოეხსნა და ისინი ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებდნენ, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ეს გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა.

დღესვე კომიტეტის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ, 2032-ში კი -
თურქეთი და იტალია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგ იმ ფაქტს რო დააბრუნეს არ ცვლის
ნოდო
21:35 10-10-2023
1
მალე უეფას უფტოსობას დაჭერის შეეშინდათ.მაგ 17 წლამდელებს კარგი დედიკოები ეყოლებატ ჩამოიყვსნონ ცვრნთან ესენი არ ეტყვიან უარს თამაშზე.
არა რუსეთს
18:17 10-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული