კოლუმბიაში "ლივერპულის" ვარსკვლავის, ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" კოლუმბიელი ვარსკვლავის, ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის დედ-მამას თავს ქალაქ ბარანკასში გადაადგილებისას დაესხნენ. ლუისის დედამ გამტაცებლებისგან თავის დაღწევა მოახერხა, მამაზე კი ჯერ-ჯერობით არავაინი სიახლე არ ვრცელდება.

კოლუმბიური გამოცემების ცნობით, ოპერაციას ქვეყნის პოლიციის დირექტორი პირადად უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება დიასს, "ლივერპულის" მაისური ამ სეზონში 9-ჯერ მოირგო (პრემიერ ლიგაში) და თავი 2 გოლით გამოიჩინა, მერსისაიდული გუნდი დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლებს, ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით კი კლუბს ოფიციალური განცახდება ჯერ არ გაუვრცელებია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგ პოლიციის დირექტორს ჩაეკითხონ, დარწმუნებული ვარ ბევრზე კარგად ეცოდინება სადაც არიან და ვინც შეასრულა))) ჩვენც გავიარეთ მაგეთები )))
გ.შ. მოცლილი
14:13 29-10-2023
2
90იანების საქართველო
7

სიახლეები პოპულარული