"ნაპოლისა" და "მილანის" (2:2) მატჩის შემდეგ "როსონერის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგი ფორვარდის თქმით, იმედგაცრუებულია, რადგან მის გუნდს 4-5 გოლის გატანა შეეძლო.
"პირადად მე ბედნიერი ვარ, რადგან თანაგუნდელების ჩაწოდებებით ვისარგებლე და დუბლის შესრულება მოვახერხე, მაგრამ მეორე მხრივ, იმედგაცრუებული ვარ, რადგან უამრავი მომენტი შევქმენით და ვფიქრობ, 4-5 გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ვარ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მოედანზე ბოლო წუთამდე ყოფნა შემეძლო", - განაცხადა ჟირუმ.
შეგახსენებთ, ფრანგმა აღნიშნულ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა.
10:00 30-10-2023
"იმედგაცრუებული ვარ, 4 ან 5 გოლის გატანა შეგვეძლო" - ოლივიე ჟირუ
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
იყო დრო, მეც შემეძლო 4-5-ჯერ, მარა აღარ შემიძლია :დდ