"სხვაგან იტირე" - დი მარიამ გერმანელ ლეგენდას დასცინა

AutoSharing Option
ანხელ დი მარიამ, ლოთარ მათეუსის "ოქროს ბურთის" საკითხზე გამოთქმულ აზრს დაცინვით უპასუხა. 

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენმა, ლეო მესის მე-8 "ოქროს ბურთის" მოგება ასე შეაფასა: 

"ეს ფარსია. მიუხედავად იმისა, რომ მესის ფანი ვარ, მან უსამართლოდ გაიმარჯვა. ერლინ ჰოლანმა გასული სეზონი გაცილებით უკეთ ჩაატარა."

დი მარია, რომელიც არგენტინის ნაკრებში მესის თანაგუნდელია, Olé-ს "ინსტაგრამპოსტზე" მათეუსის კომენტარს ასე გამოეხმაურა: "სადმე სხვა ადგილას იტირე!" და სიცილის სმაილი მიუწერა.