"ლივერპულის" ვარსკვლავი ქართულ ფოლკლორზე გიჟდება [PHOTO]

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ლივერპულის" უნგრელი ვარსკვლავი დომინიკ სობოსლაი ქართული ფოლკლორის მსმენელია.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა საკუთარ "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ მანქანით მგზავრობისას "აჭარულ განდაგანას" უსმენს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, სობოსლაი "ლივერპულს" გასულ ზაფხულს "ლაიპციგიდან" 70 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
გადასარევია, რომ ფეხბურთის ვარსკვავი აჭარულ სიმღერა მოწონს მარა “გიჟდება” როგორ დადგინდა?
Qetino
18:27 11-11-2023
1
მოჰამედ სალაჰი კი თურმე აჭარულ ხაჭაპურზე ჭკუას კარგავს. ერთხელ თურმე ისე დაუკარგავს, რომ სეზონის ბოლომდე ეძებდა და ვერ პოულობდა, სულ ბოლოს კი ქობულეთის პლიაჟზე უპოვია უპატრონო ძაღლს, ძვალი გონებია და დაუხრავს. დარბის ახლა საწყალი მოჰამედი მრავალი ქართველის მსგავსად და აზრზე ვერ მოდის რომელია მტრის კარი, საით უნდა დაარტყას ისე, რომ ავტოგოლი არ გამოუვიდეს, ან კიდევ ორი ავტოგოლი.
ელიასი
12:01 11-11-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული