"6 თვე მომეცი და "ნაპოლის" სკუდეტოს მოვაგებინებ" - მაცარისა და დე ლაურენტისს შორის საუბარი შედგა

AutoSharing Option
გავლენიანი იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლი" რამდენიმე საათში რუდი გარსიას გათავისუფლებას ოფიციალურად დაადასტურებს.

"პარტენოპეი" ფრანგი სპეცილისტის შემცვლელად 3 კანდიდატურას განიხილავს. "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს იგორ ტუდორთან, ვალტერ მაცარისთან და ფაბიო კანავაროსთან აწარმოებს.

Canale 21-ის ცნობით, მაცარი დე ლაურენტისს შეჰპირდა, რომ თუ არჩევანს მასზე მეორედაც გააკეთებს, "პარტენოპეის" ჩემპიონობას მოუტანს, სანაცვლოდ კი მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტს ითხოვს; თუ გუნდს სკუდეტოს მოაგებინებს ან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანს, 1-წლიან ხელშეკრულებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, მაცარი "ნაპოლის" 2009/13 წლებში წვრთნიდა.

altფაბრიციო რომანო: რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია -

სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 23 /
ა კაცი!!! ახლა გამახსენდა შალვა იძახდა ერთხელ მაინც მანდეთ ქვეყანა და ავაყვავებო.
ვანდოთ მაცარის ნაპოლი. თუ ჩემპიონი გახადა მერე შანსს ნათელაშვილიც იმსახურებს
ვანჩოპე
16:24 13-11-2023
4
მე სამ თვეში ვაქცევ მიუწვდომელ ჩემპიონებად.)))
გელა ნუგზარაშვილი
11:41 13-11-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული