მესი და სუარესი კვლავ ერთად - ურუგვაელი კარიერას მაიამის "ინტერში" გააგრძელებს

AutoSharing Option
Miami Herald-ის ინფორმაციით, ვეტერანი ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი კარიერას მაიამის "ინტერში" გააგრძელებს.

ის 2024 წლიდან თავისუფალი აგენტი გახდება, აშშ-ის კლუბში უსასყიდლოდ გადავა და ხელს 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

სუარესის ბოლო კლუბი ბრაზილიური "გრემიო" გახლდათ, სადაც 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.