მესი სკალონის შეხვდება - ეს არგენტინის ნაკრების მწვრთნელის ინიციატივა იყო

AutoSharing Option
ჟურნალისტი ესტებან ედული გვაუწყებს, რომ ლიონელ მესი მალე არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის შეხვდება.

"ალბისელესტეს" ვარსკვლავი და დამრიგებელი ნაკრების რესტრუქტურიზაციის საკითხს განიხილავენ.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ სკალონიმ არგენტინის ნაკრების დატოვება არ გამორიცხა, ახლა კი მაიამის "ინტერის" შემტევთან შეხვედრის ინიციატორი თავად ის გახლავთ.