პსჟ-ის შემტევების ღირებულება 350 მილიონი ევროა, თუმცა გოლების გატანა არ შეუძლიათ" - დუგარმა პარიზული კლუბი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტოფ დუგარმა ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ ჟერმენისა" და "დორტმუნდის" (1:1) მატჩი შეაფასა.

"უბრალოდ არ მესმის, როგორ აპირებს "პარი სენ ჟერმენი" წარმატების მიღწევას?

პსჟ-ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც თავდაჯერებულად თამაშობს, 17 წლის ემერია.

კლუბმა შემტევ ხაზზე 350 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა გოლის გატანა არ შეუძლიათ", - განაცხადა დუგარმა.