"ფროზინონეს" სერია A-ში რა ესაქმება?" - რას ამბობდა დე ლაურენტისი 4 წლის წინ?

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალში "ნაპოლი" შინ "ფროზინონესთან" 0:4 დამარცხდა. ჟურნალისტებმა "პარტენოპეის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის 4 წლის წინანდელი ინტერვიუ გაიხსენეს. მაშინ კინოპროდიუსერმა სერია A-ს აუტსაიდერები, მათ შორის, "ფროზინონეც" გააკრიტიკა.

"რა ესაქმება "ფროზინონეს" სერია A-ში? მათ თამაშებზე გულშემატკივრები არ დადიან, უმაღლეს ჩემპიონატში გადმოდიან, შემდეგ კი ისევ ვარდებიან. როდესაც ასეთი უსუსური ხარ, ჯარიმას უნდა იხდიდე და დაფინანსებას არ უნდა იღებდე", - განაცხადა დე ლაურენტისმა 2019 წელს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 23 დეკემბერს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.

-15DEC/01/2-de-laurentisi.jpeg" border="0" alt="alt" title=""ფროზინონეს" სერია A-ში რა ესაქმება?" - რას ამბობდა დე ლაურენტისი 4 წლის წინ?" style="height: 50px; width: 50px;" />შეშფოთებულმა დე ლაურენტისმა მაცარის გარანტია მოსთხოვა - ცნობილი გახდა შეხვედრის დეტალები
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან სამარცხვინო განცხადებაა- არაკოლეგიალური და ქარაფშუტულად ამპარტავნული, რომელი გრანდი ნაპოლი მყავს ასე ზემოდან რომ ელაპარაკოს ფროზინონეს და მის გულშემატკივრებს. თუმცა მართლა გრანდის , იგივე რეალის ან ლივერპულის ხელმძღვანელობა არც იკადრებს ასეთ ლაპარაკს.
არტ
19:15 23-12-2023
0
და შენნაირ ძუნწ კარაპეტას, რა ესაქმება ნაპოლში? აი ესეა, რო არ შეაფასეთ მეტოქე იმიტომაც გადაგიარეს!
ლაშა
20:23 21-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული