"ნეაპოლში ისტორია უკვე დავწერე, ახლა ერთი მიზანი მაქვს" - რა განაცხადა ოსიმენმა?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა ფრანგულ გამოცემა AFP-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ნიგერიელის თქმით, მან "პარტენოპეისთან" ერთად ისტორია უკვე დაწერა, ახლა კი აფრიკის თასის მოგებაზე ფიქრობს.

"კონტრაქტის გახანგრძლივება "ნაპოლისთან"? კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

აფრიკის თასის მოგება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იქნებოდა. "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონი გავხდი, მე ისტორია დავწერე, კარიერაში ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ თუ ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასს მოვიგებ, ჩავთვლი, რომ მთავარი მიზანი უკვე შესრულებული მაქვს", - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ოსიმენმა "ნაპოლისთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სადაც გამოსასყიდ თანხად 120/130 მილიონი ევროა მითითებული.

altკონფლიქტი ნიგერიის ნაკრებში - ოსიმენი ჭირვეულობს?

altკვარაცხელია და "ნაპოლი" საუდის არაბეთში არიან - ოსიმენის ჩანაცვლება და ოლივერას დაბრუნება...

alt"კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი მათ სჯობს" - მონტოლივო სერია A-ში წლევანდელ ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
კომენტარებიდან გამომდინარე ერთი თუ მოგწონს სხვა აუცილებლად უნდა გეჯავრებოდეს, როგორც მესი რონალდოს შემთხვევაში. ანდა ბიძინა თუ მოგწონს მიშა უნდა გეჯავრებოდეს ან პირიქით. ასე იყო სულ საქართველოში ოდითგანვე. 473წელსაც ჩვ.წ.აღრიცხვმდეც.ესეთი დამოკიდებულება არასოდეს გამოსწორდება. აბა რა გინდათ ოსიმენთან? უმაღლესი კლასის ფორვარდია და რატომ არ უნდა აღნიშნოს? რა თქმა უნდა კვარამაც უმაგრესად ჩაატარა წინა სეზონი, მაგრამ ოსიმენი რომ მაგარია, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, შეიძლება ითქვას ნაწილობრივ გუნდისაც და ხვიჩასიც. ხვიჩა რომ არა შენ ვერაფერი იქნებოდის ხალხს ,რაღაც ამოუხსნელი დაავადება სჭირთ.
დავით 67
22:47 17-01-2024
7
აქ სექტისტებს ერთი კრიახი რომ აქვთ ატეხილი და გვიმტკიცებენ ოსიმენა კვარამ გაქაჩაო, მის გარეშე არაფერს წარმოადგენსო და ა.შ.....ოსიმენას არ გააცივა!!, მაგრამ ნამუსიც ხომ კარგი საქონელიაოო!!! მაან[ოსიმენმა] 2021/2022 წლის სეზონში ნაპოლში 18 გოლი შეაგდო, 2020/2021 წელს 20 წლისამ კიდევ 10 ეს მაშინ როცა კვარა ნაპოლში საერთოდ არ იყო, ჯამში კი ნაპოლის შემადგენლობაში სამ სეზონში 67 გოლი აქვს გატანილი,აქედან 7 ჩემპიონთა ლიგაზე,მიმდინარე სეზონშიც კი 11 თამაში ითამაშა და 7 გოლის გატანა მაინც მოახერხა შეადარეთ ახლა ამ ციფრებს კვარადონას შედეგები და მერე წერეთ ეს უაზრო კომენტები. ხოოო კიდევ...ნაპოლამდე ოსიმენა ლილში თამაშობდა და ერთ სეზონში ლიგა-1-ში 19 წლისამ 18 გოლი გაიტანა, აი იმ ლიგაში მესი,ნეიმარი და მბამპე რომ თამაშობდა. ამ დროს კი კვარამ რუსეთის უსუსტეს[ტოპ ლიგებთან შედარებით]ს ლიგაში სამ სეზონში სულ 7 გოლის გატანა მოახერხა და რომ არა უკრაინის ომი ისევ იმ ჭაობში იქნებოდა და იქვე დაამთავრებდა.
შულაია
16:31 17-01-2024
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული