იორკის თქმით, ბრაზილიელმა ტენ ჰაგის გუნდი, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებმაც გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს, ასევე გვინახავს მოთამაშეები, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნეს, ანტონი ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება. ვერ ვხვდები, რატომ არ ცდილობს მის გაყიდვას "იუნაიტედი"?, - განაცხადა იორკმა.
შეგახსენებთ, ანტონი "წითელ ეშმაკებს" 2022 წელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბრაზილიელმა შემტევმა "მანკუნიანელთა" ფორმა 66-ჯერ მოირგო, თავი