"ვერ ხვდება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" უნდა წავიდეს?" – "მანკუნიანელთა" ყოფილი ლეგენდა ანტონიზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ლეგენდამ დუაით იორკმა Talksport-თან ინტერვიუში, "მანკუნიანელთა" გარემარბ ანტონიზე ისაუბრა.

იორკის თქმით, ბრაზილიელმა ტენ ჰაგის გუნდი, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებმაც გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს, ასევე გვინახავს მოთამაშეები, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნეს, ანტონი ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება. ვერ ვხვდები, რატომ არ ცდილობს მის გაყიდვას "იუნაიტედი"?, - განაცხადა იორკმა.

შეგახსენებთ, ანტონი "წითელ ეშმაკებს" 2022 წელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბრაზილიელმა შემტევმა "მანკუნიანელთა" ფორმა 66-ჯერ მოირგო, თავი
კი 8 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Es tavidanve saechvo iyo(dzaliad didi tanxa gadaixada m.u.m)holandiashic ki ar hqonia raime seriozuli gols +asisti...
L.J .
19:23 21-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული