"ნაპოლი" დღეს კიდევ ერთ ტრანსფერს დაადასტურებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს. იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეი" დღეს "უდინეზედან" ცენტრალური მცველის, ნეუენ პერესის ტრანსფერს დაადასტურებს.

წყაროს ცნობით, არგენტინის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი "ნაპოლის" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

პერესი "პარტენოპეისთან" 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ანაზღაურების სახით კი ყოველწლიურად 1.6 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში ლეო ოსტიგორი გაასხვისოს, ნორვეგიელ მცველს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.

შეგახსენებთ, ნეაპოლურმა კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პასკუალე მაძოკი, ჰამედ ტრაორე (იჯარა), სირილ ნგონჟი და ლეანდერ
დენდონკერი (იჯარა) დაიმატა.

altარგენტინის ნაკრების ფეხბურთელი "ნაპოლიში" გადადის - ის ნეაპოლში თავის თვალწარმტაც მეგობარ გოგონასთან ერთად ჩავა

მკითხველის კომენტარები / 21 /
და შენი აზრით ასეთი დაბალფასიანი კონტრაქტი რატომ შეთავაზეს? ეგ გასაგებია რომ პერეგავორა აგენტი ყავს და თვითონაც ბავშვი იყო. მაგრამ როგორ ფიქრობ ეგ რომ ესპანელი ყოფილიყო ან არგენტინელი ან ხორვატი ან ურუგვაელი თუნდაც ასეთ დაბალ ხელფასს და კონტრაქტს შეთავაზებდნენ?
კაი ერთი-s
23:17 29-01-2024
1
ეგ ჩემო ძმაო სირცხვილი კი არა რასიზმია. მაინც და მაინც კანის ფერი კი არ უნდა გქონდეს განსხვავებული. ერთადერთი მიზეზი რატომაც კვარას აქვს დაბალი ხელფასი არის ის რომ ქართველია.
ემიგრანტ
20:49 29-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული