"ნაპოლი" დღეს კიდევ ერთ ტრანსფერს დაადასტურებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს. იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეი" დღეს "უდინეზედან" ცენტრალური მცველის, ნეუენ პერესის ტრანსფერს დაადასტურებს.

წყაროს ცნობით, არგენტინის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი "ნაპოლის" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

პერესი "პარტენოპეისთან" 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ანაზღაურების სახით კი ყოველწლიურად 1.6 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში ლეო ოსტიგორი გაასხვისოს, ნორვეგიელ მცველს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.

შეგახსენებთ, ნეაპოლურმა კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პასკუალე მაძოკი, ჰამედ ტრაორე (იჯარა), სირილ ნგონჟი და ლეანდერ
დენდონკერი (იჯარა) დაიმატა.

altარგენტინის ნაკრების ფეხბურთელი "ნაპოლიში" გადადის - ის ნეაპოლში თავის თვალწარმტაც მეგობარ გოგონასთან ერთად ჩავა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ამას 1,6 და კვარას 1,5 სირცხვილია
ემიგრანტი
14:17 29-01-2024
6
ოსტიგორს რას ერჩიან ვერ გავიგე ძირითადში უნდა იყოს
კახა
13:45 29-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული