ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ვასილი უტკინის გარდაცვალების გამო რუსეთში ბევრმა გამოთქვა მწუხარება და მათ შორის, "გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თინა კანდელაკმა. ეს გასაკვირია, რამეთუ უტკინი კანდელაკს ხშირად საჯაროდ დასცინოდა, ის კი ანალოგიურად პასუხობდა.
"ვასიასთან მე, სამწუხაროდ, ურთიერთობები არ ჩამომიყალიბდა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი დანაშაული იყო, რადგან ისეთი არაორდინარული ადამიანის მიმართ, როგორიც ვასიაა, განსაკუთრებული ყურადღება იყო საჭირო.
არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სპორტული ჟურნალისტი გახლდათ, რომელსაც შევხვედრივარ. ობიექტურად. სპორტული ტელევიზია მისი მთელი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა. მიუხედავად ჩემ
მიმართ ყველა მისი ცუდი გამონათქვამისა, ახლა ამაზე ლაპარაკიც სისულელეა. მისი ტალანტი უდავო იყო.
გაცილებით მეტის გაკეთება უნდა მოესწრო და ძალიან სამწუხაროა, რომ მათ შორის თავისი ინდივიდუალური და ადამიანური მარტოობის გამო, ვასია ეულად დარჩა და ასე ადრე წავიდა.
მე მგონია, ეს მარტოობა მის ცხოვრებაში უფრო მცირე რომ ყოფილიყო, მაშინ მისი ცხოვრებაც, ალბათ, შეიძლებოდა უფრო სხვანაირად წარმართულიყო", - წერს თინა კანდელაკი თავის "ტელეგრამ-არხზე".