სმოლოვი: 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეგვეძლო

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" ფორვარდმა ფიოდორ სმოლოვმა Sport Express-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2018 წელს რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაში შეეძლო.

"2018 წლის მუნდიალი? რისი თქმა შემიძლია? ტურნირის დაწყებამდე ჩვენი არავის სჯეროდა. უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა და ეს გავაცნობიერეთ.

შესანიშნავად მოვემზადეთ, გუნდში ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, ტურნირის დასრულების შემდეგ დავითვალეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 53 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღით დავისვენეთ.

ხორვატებზე უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა არ გაგვიმართლა და პენალტების სერიაში დავმარცხდით. ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე რომ გავსულიყავით, ინგლისის ნაკრების დამარცხება შეგვეძლო და ფინალის საგზურსაც მოვიპოვებდით",
- განაცხადა სმოლოვმა.

alt სრული ბედნიერებისთვის "რეალს" ესღა აკლია - ფედორ სმოლოვი

მკითხველის კომენტარები / 15 /
აშკარად თავმდაბლობს და იმაზე აღარაფერი ამბობს, რომ ყველაზე ადვილად ფინალს მოიგებდნენ - მბაპეს და კომპანიას დღემდე ტანში ზარავს ბოროდინოს ბრძოლის გახსენებაზე...
დდდ
15:18 06-04-2024
1
საერთოდ რაში გვაინტერესებას ვიღაც რუსი სმოლოვის ნაფიქრალი.
ძაღლ იყოს მათი მკვდრისადა.
მალხაზ ჯობავა
15:16 06-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული