"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" აკადემიის ყოფილმა დირექტორმა ვლადიმერ კუზმიჩოვმა წარმოშობით ქართველი და რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქიას მომავალზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, 30 წლის მცველის სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან, მისი აგენტი ამჟამად თურქეთში იმყოფება, ერთ-ერთ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას და სავარაუდოდ, გიორგი კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ჯიქია "სპარტაკის" ფორმას 2016 წლიდან ირგებდა, 2019 წლიდან კი კაპიტანი გახლდათ.

მან ჯამში 214 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა. რამდენიმე კვირის წინ მას მოსკოვურ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც აღარ გაგრძელდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიკარაგუაში უნდა გააგრძელოს!
buba
16:05 06-06-2024
5
გიორგი, წარმატებები შენ საფეხბურთო კარიერაში!
ვახო
16:29 06-06-2024
31

სიახლეები პოპულარული