დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა შემტევმა ანხელ დი მარიამ თავისი კარიერის ყველაზე ცუდ მწვრთნელად ნიდერლანდელი ლუის ვან გაალი დაასახელა.

ESPN-თან ინტერვიუში ვეტერან ფეხბურთელს სთხოვეს, 3 საუკეთესო მწვრთნელი დაესახელებინა, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.

"3 საუკეთესო მწვრთნელს ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე ცუდი შემიძლია დაგისახელოთ და ეს ლუის ვან გაალია.

ამაში გარწმუნებთ. თუ თქვენ ამაში რაიმე ეჭვი გაქვთ, მე მზად ვარ, გავფანტო ისინი", - თქვა დი მარიამ.

შეხსენებისთვის, ვან გაალის ხელმძღვანელობით არგენტინელი 2015/16 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და
11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არველაძეს მასწავლებელი
0
სამაგიეროდ ჩვენი შოთა არველაძე ძაან უყვარდა ვანგაალს და მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიცაა.ჩავი და ინიესტაც მან დააწინაურა ბარსელონას პირველ გუნდში და პლუს მიულერი ბავარიაში.
მეზღვაური
21:09 04-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული