"განსხვავება "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის?" - ბერნარდო სილვამ "მეთოფეებს" დასცინა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შეხვედრა სანახაობრივი და ამაღელვებელი გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლოს "მეთოფეები" 10 კაცით დარჩა, მაიკლ ოლივერმა ლეანდრო ტროსარს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მიუხედავად ამისა, "არსენალი" მატჩის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 90+8 წუთზე ჯონ სტოუნსმა სხვაობა აღადგინა.

შეხვედრის შემდეგ ბერნარდო სილვამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"განსხვავება "ლივერპულსა" და "არსენალს" შორის? "ლივერპულმა" პრემიერლიგა უკვე მოიგო, "არსენალმა" ეს ვერ მოახერხა, "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, "არსენალს" კი მოგებული არ აქვს. ასევე,
"მერსისაიდელები" ჩვენთან ყოველთვის მოსაგებად თამაშობენ", - ციტირებს რომანო სილვას სიტყვებს.

ცნობისთვის, "მეთოფეებს" პრემიერლიგის ტიტული ისტორიაში 13-ჯერ აქვს მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მსაჯები სამარცხვინოები არიან
0
ინგლისის პრემიერლიგაა საერთოდ დასაცინი!
ლაშა
12:05 23-09-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული