კანავარომ შესაძლოა სერია A-ს გუნდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა "მონცა" ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ალესანდრო ნესტას ხელმძღვანელობით "მონცამ" სერია A-ს საწყის 5 მატჩში 3 ქულა მოიპოვა, ადრიანო გალიანიმ გადაწყვიტა, გუნდის ჩაბარება კანავაროს შესთავაზოს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ფაბიოს გუნდის გაწვრთნა.

შეგახსენებთ, ბოლოს კანავარო "უდინეზეს" თავკაცობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული