რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სასჯელის მოხდის ნაცვლად უკრაინაში მოხალისედ წავა

AutoSharing Option
bombardir-ის ცნობით, რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი, 43 წლის ალეკსეი ბუგაევი, 495 გრამი მეფედრონის რეალიზაციისას დააკავეს და გაასამართლეს.

ბუგაევს 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, თუმცა შეიძლება გამოტანილი განაჩენი შეუცვალონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (უკრაინაში შეჭრას და ომს ასე უწოდებენ - რედ.) მონაწილეობაზე დათანხმდება.

ერთი სიტყვით, მძიმე არჩევანის წინაშე დგას - ან 9.5 წელი ციხეში გაატაროს, ან უკრაინაში წავიდეს და საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს. მისმა ადვოკატმა კონსტანტინ ჟერებცოვმა განაცხადა, რომ ექსფეხბურთელი
გარისკავს და უკრაინაში მოხალისედ წავა.

ბუგაევი "ტორპედოში", "ლოკომოტივში", "ტომსა" და "კრასნოდარში" თამაშობდა, რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში კი ევრო 2004-ზე იასპარეზა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხო და იპოვის ამას დრონი და დასავამენ ბუზსს
IMERELI
12:25 26-09-2024
3
აქ ჩამოვიდეს. ჩვენი სასამართლო გაამართლებს. ეგეთები გაუმართლებია?
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული