ოსიმენმა "გალათასარაიში" სადებიუტო გოლი გაიტანა და ორიგინალურად აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში "გალათასარაიმ" "ქასიმფაშას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

სტამბულელთა რიგებში ვიქტორ ოსიმენმა სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა, ვიქტორმა საკუთარი გუნდი მე-20 წუთზე დააწინაურა და გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, 8 წუთში კი ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. 34-ე წუთზე მაურო იკარდიმ "გალათასარაი" წინ სამბურთიანი სხვაობით გაიყვანა.

მიუხედავად კომფორტული სხვაობისა, "ქასიმფაშამ" ქამბექი შემოგვთავაზა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "გალათასარაის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 4 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასია.

"გალათასარაი" თურქეთის სუპერლიგას 19 ქულით
ლიდერობს და უახლოეს მდევარ "სამსუნსპორს" 4 ქულით უსწრებს.

altიქნება ოსიმენის დიდი დაბრუნება იტალიაში? - რას ამბობენ "იუვენტუსში" ვლაჰოვიჩის გაყიდვასა და ნიგერიელის შესაძლო დამატებაზე

altევროპა ლიგა. I ტური: ოსიმენის მორიგი საგოლე პასი - იკარდი დაბრუნდა და გაიტანა

alt"დაგვტოვებს თუ არა იანვარში?" - "გალათასარაის" წარმომადგენელი ოსიმენის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული