მორიგი სირთულეები ჯორჯიანას ოჯახურ ურთიერთობაში - რა ხდება რონალდოს მეუღლისა და მისი დის თავს?

AutoSharing Option
Mundo Deportivo წერს, რომ კრიშტიანო რონალდოს მეუღლე ჯორჯიანა როდრიგესი ოჯახურ სირთლეებს განიცდის. აღნიშნული წყაროს ცნობით, ცნობილი ვარსკვლავის ცოლი თავის და ივანას ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ეჩხუბა.

მათ ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმეს, თუმცა ივანამ Instagram-ზე დასთან ერთად გადაღებული ფოტოები დატოვა.

ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, ივანა Netflix-ზე ჯორჯიანას შოუს პირველ სეზონში თითქმის სულ ჩნდებოდა, მეორე სეზონში კი პრაქტიკულად არ ჩანს.

შეხსენებისთვის, ადრე ჯორჯიანას მისამართით უკმაყოფილებას ნათესავები და ნახევარდაც გამოთქვამდნენ. მათ თქვეს, რომ გოგონა ბოროტია და კრიშტიანოსთან ურთიერთობის შემდეგ ისინი დაივიწყა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სპორტულ გვერდზე რომ ამის მეტი არაფერი გაქვთ დასაწერი აი მაქ დაგვერხა
nika
13:09 06-11-2024
0
ვიცოდი რა რომ ამ დილით რაღაცა მეწყინებოდა. ეს ჯორჯიანა კიდევ გასაგებია, მაგრამ ამ ივანეს რაღა ეტაკა ვერ გამიგია.)))
კარგით რა
11:31 06-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული